ბიზნესი
14/08/2023

შოთა ბურჯანაძე: ლოკოკინების წარმოებაში ინოვაციების შემოტანა მნიშვნელოვანია

ლოკოკინების წარმოებაში სხვა სექტორების მსგავსად გამოწვევა ბევრია. ამის შესახებ „აგროპარტნიორს“ კომპანია „ჯიდიბიესის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული სოფლის მეურნეობის შემთხვევაში ბევრი სიახლეა დასანერგი, ამასთან მისი განვითარებისათვის, საჭიროა სექტორში თანამედროვე ცოდნის შეტანა. ცოდნა და ტექნოლოგიები კი წარმატებული აგრარული ბიზნესისთვის აუცილებელი პირობაა.

„არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ სექტორში პირველ რიგში საკადრო პრობლემები არსებობს. ასევე სტანდარტების დანერგვა და ინოვაციების შემოტანა არის აუცილებელი.“ -აცხადებს ბურჯანაძე.

ცნობისთვის, კომპანია „ჯიდიბიესი“ ლაგოდეხის რაიონში, სოფელ კართუბანში მდებარეობს, სადაც დაახლოებით ჰექტარნახევარ მიწაზე, ლოკოკინებს აწარმოებს.

ბიზნესის წამოსაწყებად კი კომპანიამ საწყისი კაპიტალი, 100 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

Businesspartner