ბიზნესი
01/06/2023

შოკოლადის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაცია 1 ივლისს ამოქმედდება - რა შეიცვლება ქართულ ბაზარზე

შოკოლადის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაცია 1 ივლისს ამოქმედდება. 

კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და ბაზარზე განთავსება, მალე შესაბამისი მოთხოვნების დაცვით მოხდება. საკითს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს, რომლის მიზანი შოკოლადის პროდუქტებთან დაკავშირებით რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განუცხადა, ტექნიკური რეგლამენტი, თავად ქართველი მწარმოებლების მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდა.

„ჩვენ სამი წლის წინ რომ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, მაშინ თავად დარგმა მოგვმართა თხოვნით, კერძოდ, საქართველოში შოკოლადის უმსხვილესმა მწარმოებელმა „ბარამბომ“, რომელმაც თქვა, რომ მომხმარებელი უნდა იყოს სწორად ინფორმირებული, ვინაიდან ქვეყანაში შემოდის ძალიან იაფიანი იმპორტირებული პროდუქცია, რომელსაც აწერია შოკოლადი და რომელიც ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ ევროპულ სტანდარტს“, - აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული დარგის მარგულირებელი დოკუმენტი გაზრდის მომხმარებლის დაცულობს და მკაფიოდ გამიჯნავს, თუ რა პროდუქტს ყიდულობს ის. კერძოდ, შოკოლადის მიმსგავსებულ პროდუქტს, შოკოლადი აღარ ეწერება და  მომხმარებელს სასურველ პროდუქტზე სრული ინფორმაცია ექნება. შედეგად, ის თავად გადაწყვეტს, შოკოლადს შეიძენს, თუ მის მსგავს პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის მიხედვით, პროდუქციის შემადგენლობის ზუსტი განმარტება მწარმოებლების გარდა, შოკოლადის იმპორტიორებსაც დაევალებათ.

როგორც თენგიზ კალანდაძე განმარტავს, რეგლამენტი სრულად დაფუძნებულია ევროკავშირის სტანდარტებზე და სუფთა ევროპულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამასთან, ინტენსიური შეხვედრები გაიმართა როგორც თავად ბიზნესსექტორის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და რეგლამენტი ყველასთან შეთანხმდა.

ცნობისთვის, საქართველოში როგორც შოკოლადის წარმოება, ისე მისი იმპორტი წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითისთვის, 2023 წლის მხოლოდ პირველ 2 თვეში,  ქვეყანამ 9 მილიონ 392 ათასი დოლარის ღირებულების 2 209 ტონა შოკოლადი იყიდა.

შოკოლადისა და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტების იმპორტით რეკორდული აღმოჩნდა გასული, 2022 წელი, როდესაც ბოლო ათი წლის განმავლობაში შოკოლადის იმპორტი როგორც მოცულობებით, ასევე ღირებულებით, ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო შოკოლადის იმპორტს ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და ბელგიიდან ახდენს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022