ბიზნესი
19/07/2023

შეკრების დროა Art-გენი 2023-ზე! - ლუდი "ნატახტარის" და ფესტივალი Art-გენის მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება

ფესტივალი Art-გენი 20 წლისაა -  #20წელიარტგენთანერთად

ფესტივალი Art-გენი 2023-ის თბილისის ტური 20 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ტრადიციულად, ლუდი „ნატახტარი“ ფესტივალის მხარდამჭერია. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ლუდი  ,,ნატახტარი’’ ხავერდოვანი გემოთი უმასპინძლებს, რაც ერთად ყოფნის წუთებს უფრო სასიამოვნოს გახდის. საიუბილეო პროგრამის სიახლეებთან დაკავშირებით შეხვედრა საორგანიზაციო ჯგუფმა  მცხეთაში, „ფლორიას“ ეზოში გამართა.

20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფესტივალი Art-გენი მაყურებელს რამდენიმე სიახლეს ჰპირდება .  ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 20, 21 ,22, 23 და 28, 29, 30  ივლისს გაიმართება.

20 ივლისს  Art-გენი 2023 -ს „სუხიშვილები“ გახსნიან. 21 ივლისი - რობი კუხიანიძე & Outsaider, CIRCUS MIRCUS; 23 ივლისი - „კახაბერი და ხანუმები“; 23 ივლისი - ნინო ქათამაძე & INSIGT, პაპუნა შარიქაძე & ხონძი. 28 ივლისი - „თამადა“, 29 ივლისი - GAGA FRANI,  30 ივლისს Art-გენი 2023  ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები. მნიშვნელოვანია, რომ Art-გენი 2023 რეგიონული ტურნეთი დაიწყო. ფესტივალი 1 ივლისს, დამინისში, პანტიანის ტბაზე, 7 ივლისს რუსთავში გაიმართა.

„გვიხარია, რომ ლუდი „ნატახტარის“ და ფესტივალი „Art-გენის“  მრავალწლიანი მეგობრობა  გრძელდება.  მნიშვნელოვანია, რომ ამ საიუბილეო წელსაც ერთად ვართ და ნამდვილ ქართულ ფესტივალზე ნამდვილ ქართულ ლუდს შევთავაზებთ სტუმრებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ წინა არტ-გენზე უკვე „ნატახტრის“ ახალი გემო იყო წარმოდგენილი და წელსაც ამ ხავერდოვანი „ნატახტრით“ გავუმასპინძლდებით ფესტივალის სტუმრებს. შეკრების დროა განსაკუთრებულ, მეოცე Art-გენზე,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ქეთი ჟვანია.

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა. წლების მანძილზე Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.

 

 

Businesspartner