ბიზნესი
10/05/2023

შეხვედრა მეწარმეებთან - ზურაბ ჯაფიაშვილი, ენების ინოვაციური აკადემიის თანადამფუძნებელი

ბიზნესი მაშინ არის წარმატებული, როდესაც სულსა და გულს დებ მასში, გიყვარს და აღგაფრთოვანებს შენი საქმე. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია ის დიდი წარმატება, რომელსაც უმოკლეს დროში მიაღწია ენების ინოვაციურმა აკადემიამ.

ნინო ღარიბაშვილმა ბიზნეს საქმიანობა მეუღლესთან - ზურაბ ჯაფიაშვილთან ერთად დაიწყო. დააფუძნეს ენების ინოვაციური აკადემია“, სადაც მომხმარებელს ხარისხიანი განათლების მიღება მყუდრო და მეგობრულ გარემოში შეუძლია. ერთიანი ძალებითა და დაუღალავი შრომით შედეგს მალე მიაღწიეს.

ნინოს თქმით, მათი ამბიციაა, ასწავლონ „ცოცხალი“ ინფორმაციით; სწავლება ხდება არა სტანდარტული სახელმძღვანელოებით, არამედ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე დაფუძნებულია სხვადასხვა სახელმძღვანელოდან, სტატიიდან, ვიდეოდან თუ სხვა ინფორმაციული წყაროდან აღებულ აქტუალურ მასალაზე. საბოლოოდ შედეგი არის ის, რომ მოსწავლე ენის ათვისებას ბევრად ნაკლები დანახარჯით (დროის და ენერგიის) ახერხებს.

„ენების ინოვაციური აკადემია“-ში ხელმძღვანელობენ საერთაშორისოდ აღიარებული CELTA/DELTA/TESOL/TEFL მეთოდებით, აღებული აქვთ დღეისთვის ცნობილი ყველაზე ეფექტიანი მეთოდების კომბინაცია: ერთწუთიანი მსჯელობა, 5-წუთიანი მინი-გაკვეთილები, დებატები და დისკუსიები, ექსპერტთა პანელი, კრიტიკული აზროვნების განსავითარებელი და ტვინის თამაშები. სწავლებისას ყოველი წუთი გათვლილი და მიზანმიმართულია, ატმოსფერო კი – კეთილგანწყობილი. შედეგად სწავლის რთული პროცესი მარტივი და სახალისოა.


ნინოს აზრით, მთავარი საიდუმლო და „უნიკალურობა“ ისაა, რომ თითოეული გაკვეთილი, თავის მხრივ, უნიკალური სპექტაკლია, რომლის რეჟისორიც, მთავარი როლის შემსრულებელიცა და ტექნიკოსიც მასწავლებელი გახლავთ. ენის შესწავლა მსურველისთვის მშობლიური ენის ათვისების მოდელირებული ვარიანტი უნდა იყოს თანამედროვე ლინგვისტიკისა და ნეირობიოლოგიის ცოდნის გამოყენებით.

ნინო ღარიბაშვილი და ზურაბ ჯაფიაშვილი საკუთარი ბიზნესის მართვის პარალელურად თვითგანვითარებაზეც ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით ოთხი წლის წინ BPN Georgia-ს პროგრამას შემოურთდნენ, რის შემდეგაც აქტიურად ერთვებიან შვეიცარიული ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, იღებენ ინდივიდუალურ ბიზნეს ქოუჩინგებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან, ესწრებიან სემინარებს/ვებინარებს მათთვის საინტერესო ბიზნეს თემებზე. ცოტა ხნის წინ შემოუერთდნენ BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციასაც, სადაც ასოციაციის წევრები სხვადასხვა ბენეფიტების მიღებასთან ერთად თავადაც აქტიურად ცდილობენ წვლილი შეიტანონ ერთმანეთის ბიზნესების განვითარებაში. 

 

ენების ინოვაციური აკადემიის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში BPN Georgia-ს ექსპერტებისაგან მიიღეს კონსულტაცია სოციალური მედია მარკეტინგის თემაზე. რეკომედაციების საშუალებით მათ შეიმუშავეს ახალი სამუშაო გეგმა, რაც ხელს შეუწყობთ უფრო  ეფექტურად მართონ ორგანიზაციის სოციალური ქსელები. 

თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე 

დარეგისტრირდით ბმულზე   ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 93 41.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023