ბიზნესი
16/03/2021

შეემატება თუ არა ტექნიკის მაღაზიებს ახალი მოთამაშე - AG Telekom-ი ქსელის დაფუძნებას განიხილავს

ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანია AG Telekom-მი ბრენდული მაღაზიათა ქსელის დაფუძნებას არ გამორიცხავს. როგორც რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-ის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამის წინაპირობა ტექნიკის მაღაზიების მიერ კომპანიასთვის შექმნილი პრობლემები შეიძლება გახდეს.

როგორც ცნობილია, კომპანიამ ქართული ტელევიზორების წარმოება 2018 წელს შეაჩერა და ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო რისივერების გამოშვებაზე გადავიდა, რომელიც ამ ეტაპზე 100%-ით ექსპორტზე გადის. კომპანიამ კრიპტოვალუტების გამომუშავებაც დაიწყო.

რაც შეეხება სავაჭრო ქსელებს, როგორც ღლონტი 2020 წლის ივლისში აცხადებდა, ზოგიერთი ქსელი  წინასწარ ითხოვდა გარკვეულ თანხას მათ ქსელში AG Telekom-ის მიერ წარმოებული ქართული ტელევიზორები განსათავსებლად.

დღეს კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მაღაზიათა ქსელის დაფუძნებას მას შემდეგ განიხილავს, რაც ქართული ტელევიზორების წარმოებას აღადგენს.

მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება.

„ახლა ისეთი პერიოდია, არ ვიცი რა ვაწარმოო და რა არა. პანდემია ხელს ძალიან გვიშლის,“ - აცხადებს ღლონტი.

AG Telekom-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსთავის ქარხანაში კომპანია 3 სახეობის (ზომების მიხედვით: 32 ინჩიანი, 40 ინჩიანი და 50 ინჩიანი) ტელევიზორს გამოუშვებს. რაც შეეხება იმას, თუ რომელ საფასო სეგმენტში გაიყიდება და როგორ გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ, საერთაშორისო ბრენდებს, ღლონტი აცხადებს, რომ ჩინური წარმოების ტელევიზორს ნამდვილად გაუწევს კონკურენციას.

რაც შეეხება წარმადობას, მისი ინფორმაციით, ქარხანას ერთ ცვლაში თვეში 9 000-10 000 ტელევიზორის წარმოება შეუძლია.

შეგახსენებთ, ბაზარზე ქართული ტელევიზორის წარმოება 2016 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. მაშინ 32-ინჩიანი ტელევიზორი 479 ლარად იყიდებოდა, 40-ინჩიანის ფასი კი 699 ლარს შეადგენდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022