ბიზნესი
27/04/2021

"შატო სვანიძე" PRODEXPO-ს გრან-პრის მფლობელი გახდა

ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება. საერთაშორისო გამოფენა PRODEXPO 2021-ზე, რომელსაც მოსკოვმა 12-16 აპრილს უმასპინძლა, კომპანია "შატო სვანიძემ“ გრან-პრი მიიღო. 

„შატო სვანიძისათვის“ PRODEXPO-ზე აღებული გრან-პრი პირველი ჯილდო არ არის, კომპანიის პროდუქცია  არაერთი გრან-პრის და  უმაღლესი  ჯილდოს  მფლობელია.

„ჩვენ ვიცით, რომ  დღეისათვის რუსადეგუსტაციო კონკურსში „შატო სვანიძის“ ღვინო "საფერავი ქვევრი" გრან-პრის მფლობელი გახდა, „მუკუზანმა“ კი ოქროს მედალი მოიპოვა. სეთის  სურსათის  ზედამზედველობის სამსახური,  კვლავ განიხილავს  ქართული  ღვინის  ხარისხიანობას  და   ეჭვქვეშ  აყენებს  მას.  ყოველივე ამის ფონზე,  კონკურსზე, სადაც 100-მდე ქვეყნის, 180-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი იღებდა მონაწილეობას და სადაც წარმოდგენილი იყო  საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩილე, და ა.შ. მათ შორის საუკეთესო ღვინოდ  სახელდება  ქართული ღვინო, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, და რაც მთავარია, ასეთი გამარჯვება გვაძლევს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ამ ბაზარზე გავიდეთ, დავიმკვიდროთ სახელი და  ჩვენი იმიჯი კიდევ უფრო ავამაღლოთ, არამედ სხვა ბაზრებზეც გვაძლევს წვდომას.

ეს  არ  არის მხოლოდ „ შატო სვანიძის“  გამარჯვება,  ესაა ჩვენი  ქვეყნის  გამარჯვება,” - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ PRODEXPO ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთში, სადაც ალკოჰოლური სასმელები და ღვინო  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა წარმოდგენილი.