ბიზნესი
06/06/2023

შალვა ხეცურიანი: ქართული ღვინის ხარისხი ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შალვა ხეცურიანის განცხადებით, ქართული ღვინის ხარისხი ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მისი  თქმით, პროგრესი ახალ ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მოცულობებზეც ასახულია.

„პროგრესი სახეზეა და ახალი ქვეყნების დამატების კუთხით,  ჩვენი ექსპორტის მონაცემები, ამას ადასტურებს,  თუმცა გასაკეთებლი კიდევ ძალიან ბევრია. პირველი და ყველაზე მთავარი იმისათვის რომ ჩვენი დაიჯეროს მნიშვნელოვანმა ბაზრებმა, არის ვენახების კლასიფიკაცია. სწორე ამას  ეყრდნობა შემდგომში ღვინის ხარისხი და არსებული  ფასების პირამიდა. პირველი ნაბიჯი რაც ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა, ეს არის ვენახის კადასტრი, რომელიც მთავრდება. თუმცა, იმისთვის რომ ჩვენ თავი დავიმკვიდროთ და შევიდეთ მნიშვნელოვან სეგმენტში, საჭიროა ვენახების კლასიფიკაცია.“-აღნიშნა შალვა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, მარკეტინგულ აქტივობებს გამოაქვს თავისი შედეგი და ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობა იმატებს.

„ამ კუთხითაც პროგრესი გვაქვს,  თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ერთი და ორი წლის საქმე.“-აღნიშნა შალვა ხეცურიანმა.

Businesspartner