ბიზნესი
03/12/2020
"სესხის სუბსიდირების პროგრამით 1 500-მდე რესტორანი ისარგებლებს, ბიუჯეტი ₾30 მლნ-ია"
სარესტორნო ბიზნესისთვის პროცენტის სესხის სუბსიდირებაზე სახელმწიფოს გათვლებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ დახმარებით 1500-მდე რესტორანი ისარგებლებს.
"400 მილიონი ლარის სასესხო პორტფელია, რომლის მომსახურებაშიც ჩვენ სარესტორნო ინდუსტრიას გვერდში ვუდგავართ და ვეხმარებით. ვვარაუდობთ, რომ 6 თვის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება ამისთვის საჭირო. ყველამ უნდა იცოდეს ,თუ რა მოცულობის დახმარებას უწევს სახელმწიფო სარესტორნე ინდუსტრიას. 1500-მდე ორგანიზაცია შეძლებს, რომ ამ დახმარებით ისარგებლოს",- აღნიშნა ნათია თურნავამ.