ბიზნესი
10/08/2023

სექტემბრიდან ბაზარზე MONTEA-ს მწვანე ჩაი ველური პიტნით გაიყიდება

ამბროლაურში მდებარე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო MONTEA ასორტიმენტს აფართოებს. სექტემბრიდან, რეალიზაციაში ამავე ბრენდის ქვეშ წარმოებული ველური პიტნის ჩაი ჩაეშვება.

„უკვე მზად არის ჩაის ახალი სახეობა - ველური პიტნა, რომელიც მწვანე ჩაის ბაზაზე დამზადდა. მზად გვაქვს შეფუთვებიც და სექტემბრის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჩაის რეალიზაციისთვის აქტიური სეზონი იწყება, ახალ პროდუქტს გაყიდვაში ჩავუშვებთ“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი ხეცურიანმა.

მისივე ინფორმაციით, ველური პიტნა, რომლითაც ჩაის ახალი სახეობა შექმნეს, ჯავახეთის მთებშია შეგროვებული.

„გარდა ასორტიმენტის გამრავალფეროვნებისა, აქტიურად ვმუშაობთ HoReCa სექტორთან თანამშრომლობაზეც. უკვე მზად გვაქვს სპეციალურად ამ სექტორისთვის შექმნილი შეფუთვებიც და მალე, სავარაუდოდ ასევე სექტემბრიდან, მომხმარებელი MONTEA-ს ბიო ჩაის დაგემოვნებას რესტორნებსა და კაფეებშიც შეძლებს“, - განმარტა ანი ხეცურიანმა.

მისივე ინფორმაციით, MONTEA-ს ბრენდის ცნობადობა ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზრდილია და გაყიდვების მაჩვენებლებით, აღნიშნული ბრენდი საქართველოში ჩაის მწარმოებელი მოწინავე კომპანიების სამეულშია. ხეცურიანის თქმით, კომპანიაში ელოდებიან, რომ მიმდინარე წელსაც, 2022 წელთან შედარებით, MONTEA-ს გაყიდვები 20%-ით გაიზრდება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, სრულად ავითვისოთ ქართული ბაზარი. ცხადია, განვიხილავთ საექსპორტო ბაზრების მოძიებას და MONTEA-ს ბრენდით, ჩაის ექსპორტსაც. აქამდე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის - გერმანიაში, პოლონეთსა და ესპანეთში ჩვენი ჩაი ასაწონი სახით გაიგზავნა და არა ბრენდირებულად. ამიტომ, სამომავლოდ, ამ კუთხითაც ვაპირებთ გააქტიურებას“, - აღნიშნა კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის. Montea 300 ათას დოლარიანი ინვესტიციით, ქართულ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ამ ეტაპზე, კომპანია 6 სახეობის ბიო ჩაის აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023