ბიზნესი
22/12/2020
სავაჭრო მოლები გაიხსნება, ბაზრობები არა - 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვები მსუბუქდება
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
"ვითარება არ არის მარტივი. თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ გავუფრთხილდეთ უკვე მიღწეულ შედეგს და არ დავუშვათ ვირუსის სწრაფი ზრდა.
24 დეკემბრიდან 22 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები არ შემსუბუქდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. შეზღუდული დარჩება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა და ვერ გაიხსნება ბაზრობები. 24 დეკემმბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ სავაჭრო ობიექტები",- განაცხადა ცქიტიშვილმა.