ბიზნესი
08/05/2023

საწვავის გაიაფებას სასკოლო ექსკურსიების ტარიფები არ შეუმცირებია

სასკოლო ექსკურსიებზე დაწესებული, 150-კილომეტრიანი შეზღუდვა მოიხსნა. თუ აქამდე არსებული რეგულაციით, მოსწავლეების ექსკურსიაზე წაყვანა 150 კილომეტრის არეალში იყო დაშვებული, ეს რეგულაცია ამ ეტაპზე გაუქმებულია და ექსკურსიების მოწყობა უფრო შორ მანძილზეცაა შესაძლებელი.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ყველა სხვა რეგულაცია, რომელიც სასკოლო ექსკურსია უკავშირდება, ძალაშია.   

კერძოდ, ძალაში რჩება „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონი და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" განათლების მინისტრის ბრძანება.

სასკოლო ექსკურსიის მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს:

ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსანტრასპორტო საშუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება; სკოლის დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდდამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა და სხვა ინფორმაცია; ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებიდან 5 წელი მაინც უნდა იყოს გასული.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის თანახმად, ექსკურსიების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა სათანადო შიგთავსით.

აუცილებელია, ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევა ექნება.

„ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში სასკოლო ექსკურსიების სერვისში ჩართული პირები აცხადებენ, რომ ექსკურსიებზე მოთხოვნა გაზრდილია, ფასი კი, საწვავის გაიაფების მიუხედავად, ძირითად შემთხვევებში არ შემცირებულა, რადგან მოთხოვნა მაღალია. კერძოდ, მიკროავტობუსების ერთდღიანი მომსახურება 300 ლარი ჯდება, ავტობუსის შემთხვევაში კი ტარიფი 700 ლარს აღწევს.

მიკროავტობუსის მფლობელი ბექა ცქიფაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ამბობს, რომ ექსკურსიებისთვის დაწესებული რეგულაციები მომსახურებას აძვირებს, ამიტომ საწვავის გაიაფებას ამ სერვისზე ფასების კლება არ გამოუწვევია.

20-ადგილიანი მიკროავტობუსის მფლობელი ზაზა სააკშვილი კი აცხადებს, რომ მის შემთხვევაში ერთდღიანი ექსკურსიის ფასი 200 ლარია, რაც მხოლოდ სერვისის ღირებულებაა, საწვავს კი დამკვეთი უზრუნველყოფს. შესაბამისად, მისი თქმით, ჯამში ეს სერვისი დამკვეთისთვის გაიაფდა.

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ელზა ბებია ამბობს, რომ ტრანსპორტის მომსახურების ნაწილში ფასები არ შეცვლილა იმის მიუხედავად, რომ საწვავი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფებულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023