ბიზნესი
21/12/2020

საცხოვრებელი კომპლექსი “პარკ ჰოუმ ვაკე“ ექსპლუატაციაში 2022 წლის ზაფხულში შევა

საცხოვრებელი კომპლექსი “პარკ ჰოუმ ვაკე“  ექსპლუატაციაში 2022 წლის ზაფხულში შევა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ანაგი დეველოპმენტში“ განუცხადეს, კომპანია შეუფერხებლად აგრძელებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას და ინარჩუნებს სამშენებლო ტემპს.

პროექტის ვადები არ შეცვლილა, „პარკ ჰოუმ ვაკეში“ სამშენებლო სამუშაოები სრულდება 2021 წლის ბოლოს, თუმცა, აღნიშნულ ვადას ემატება 6 თვე, რომელიც საჭიროა საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღებისთვის.

მათი ინფორმაციით, „პარკ ჰოუმ ვაკის“ სამშენებლო მოედანზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ოთხი სართული, რომელიც აერთიანებს საოფისე ფართებს, ლობებს, ფიტნეს ცენტრსა და აუზს, ამოყვანილია.

„ანაგი დეველოპმენტში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პირველი საცხოვრებელი სართულების მშენებლობა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თვალი ადევნოს „პარკ ჰოუმ ვაკის“ მშენებლობის ტემპებს ლაივ რეჟიმში მითითებულ ბმულზე გადასვლით https://ad.ge/ka/projects?live=1

“პარკ ჰოუმ ვაკეში „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ერთი წლის წინ წარვადგინეთ და დღევანდელი მდგომარეობით ბინების 75% უკვე გაყიდულია. „პარკ ჰოუმ ვაკეში“ პრემიუმ კლასის, საოჯახო ტიპის პროექტია 8 000 მ2 სარეკრაციო სივრცით და საკუთარი 25 მეტრიანი აუზით. ჯამში, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“-აცხადებენ „ანაგი დეველოპმენტში.