ბიზნესი
08/04/2021
სათამაშოების საწარმო "მადელაინი" ფართოვდება
საერთაშორისო ბაზარზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით „მადელაინი“ ახალ საწარმოს გახსნის.
სათამაშოების მწარმოებელი წარმადობის გასაზრდელად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეს ბათუმში მოაწყობს.
ახალ საწარმოში მადელაინი ძალადობის მსხვერპლ და სოციალურად დაუცველ ქალებს დაასაქმებს.
"მადელაინი" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან ბენეფიციარია.
პროექტის მხარდაჭერით კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ტრენინგების და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების მიღების შემდეგ, იბეიზე უკვე განათავსა.
ბრენდ "მადელაინის" შექმნის იდეა ჰობიდან გაჩნდა და კომპანია დღეს აწარმოებს ქართულ ხელნაკეთ, უსაფრთხო სათამაშოებს 0-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის.