ბიზნესი
25/04/2023

სასტუმრო ბუდაპეშტში და სახლი მანჩესტერში - ლანდშაფტური დიზაინის ქართული კომპანია შეკვეთებს უცხოეთიდანაც იღებს

ლანდშაფტური დიზაინის მომსახურებაზე ფასების ზრდას მასალებისა და მათი ტრანსპორტირების ხარჯები განაპირობებს. ფასები კი ბოლო 2 წელიწადში 15-დან 25%-მდე გაიზარდა. ამასთან, ამ სერვისზე მოთხოვნა მზარდია და შეკვეთები კომპანიების ნაწილს უცხოეთიდანაც კი აქვს.

ამის შესახებ ლანდშაფტური დიზაინის კომპანიის „ბუნება ლანდშაფტის დიზაინის“ დამფუძნებელმა გიორგი ლაბაურმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მისმა კომპანიამ მოახერხა დაპროექტების ფასების შენარჩუნება, თუმცა მასალის გაძვირება სერვისის საბოლოო ტარიფებზე აისახა.

რაც შეეხება მოთხოვნას, ლაბაური ამბობს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, გაერიდოს ქალაქს და გარეუბნებში დასახლდეს. ამასთან, სახლების მესაკუთრეებში  პოპულარული ხდება ლანდშაფტური დიზაინის კომპანიების მომსახურებით სარგებლობის კულტურა.

გიორგი ლაბაურის თქმით, პანდემიის პერიოდთან შედარებით მოთხოვნა სეზონზე სამჯერაა გაზრდილი და თვეში საშუალოდ 30 შეკვეთას იღებენ.

„ეს არაა გამწვანება. ლანშაფტური დიზაინი მოიცავს სამუშაოს ბევრ ეტაპს - პროექტირებას, ელექტროსადენების სამუშაოებს, უამრავი დეტალია, რომელიც კარგად უნდა იყოს გათვლილი. სამწუხაროდ, კომპანიებს შორის, რომლებიც საქართველოში ლანდშაფტური დიზაინის სფეროში საქმიანობენ, 95% არაა ლანდშაფტური დიზაინის კომპანია,“ - აღნიშნა ლაბარმა.

მისი თქმით, კომპანიაში „ბუნება ლანდშაფტის დიზაინი“ 20 ადამიანია დასაქმებული, ესაა არქიტექტორთა გუნდი, რომელიც მაღალი ხარისხის სერვისზე და, შესაბამისად, მაღალფასიან სეგმენტზე მუშაობს.

კომპანია შეკვეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებს და ემსახურება როგორც კერძო სექტორს, ისე საცხოვრებელ კომპლექსებსა და სასტუმროებს. კომპანია უცხოეთის ბაზარზეცაა გასული - მის მიერ საზღვარგარეთ დაპროექტებულ ობიექტებს შორისაა სასტუმრო ბუდაპეშტში და კერძო საცხოვრებელი სახლი მანჩესტერში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023