სასტუმრო "აფხაზეთის" ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსი "საკენი" აშენდება
სასტუმრო "აფხაზეთის" ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსი "საკენი" აშენდება.
როგორც "ბიზნესპარტიორს" პროექტის განმახოციელებელ კომპანია "ვისოლ ჯგუფში" განუცხადეს, "საკენი" კომპანიის დეველოპერული მიმართულების - "ბიოგრაფის" ერთ-ერთი ნაწილია.
მათივე განცხადებით, ყოფილი სასტუმრო "აფხაზეთი" (ვაჟა-ფშაველას#25) სრულად დანგრეულია, "საკენის" მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები კი უკვე დაწყებულია,პროექტზე გაცემულია სამშენებლო ნებართვა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.
კომპლექსი უახლოეს 5 წელიწადში დასრულდება.
„ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტის ლევან ფხაკაძის ინფორმაციით, მომავალი ხუთი წლის მანძილზე „ბიოგრაფი“ 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციით, 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანითა და კომერციული საქმიანობისთვის საინტერესო სივრცეების მოწყობით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.
„ბიოგრაფი“ ცენტრალურ უბნებში ისეთ თანამედროვე, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს განავითარებს, სადაც ისტორია და კულტურა შერწყმულია ქალაქის ძლიერ ენერგიასა და შეუჩერებელ პროგრესთან, სადაც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ და ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
კომპანია პირველ ეტაპზე სამ მრავალფუნქციურ კომპლექსს განავითარებს, რომლებიც საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს მოიცავს და ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე განთავსდება.
დანარჩენი მეორე და მესამე პროექტი, რომელსაც "ვისოლ ჯგუფის" დეველოპერული მიმართულება - "ბიოგრაფი" განახორციელებს არის - „მატიანი“ და „ჰისნი“.
სამივე პროექტი მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დახვეწილი ინტერიერის მქონე კომპლექსებია, სადაც ინტეგრირებული ქართული, ისტორიული დიზაინ მოტიფები განსაკუთრებულად ორგანულ და შინაურ გარემოს ქმნის.
"ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული ფიტნეს დარბაზები, აუზები, ჩოგბურთის კორტები, საერთო სამუშაო სივრცეები, კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი გამწვანებული ეზოები, სპა და ესთეტიკური ცენტრები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და ბანკი „ბიოგრაფის“ პროექტების ღირებული შეთავაზებაა და მომხმარებლებს შესაძებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, ენერგია, შეამცირონ ხარჯები და კომფორტულად ისიამოვნონ ყოველდღიურობით. ასეთ გარემოში „ბიოგრაფი“ ღია საზოგადოებას შექმნის, სადაც ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებულად სასიამოვნოა,"-აცხადებენ "ვისოლ ჯგუფში".