ბიზნესი
11/05/2023

სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალი სერვისი იყო BAG-ისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შეხვედრის მთავარი საკითხი

სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალი სერვისი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემის გამარტივებას  ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს ბიზნეს სექტორისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ  ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინებისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ახალი სერვისი გააცნო, რომლის მიზანია, ფულადი მოთხოვნისა და უძრავ ნივთებზე მფლობელობის აღდგენის მოქნილი, სწრაფი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნა, რაც თავის მხრივ, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სერვისების შექმნა ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება ბიზნეს სექტორს ეფექტიან ოპერირებაში“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023