ბიზნესი
27/06/2023

სასათბურე მეურნეობა "აგროსფეისი" იყიდება

სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“ იყიდება. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნუცა სალუქვაძემ  „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, შპს-ს ბალანსზე არსებული ყველა უძრავ-მოძრავი აქტივის რეალიზაცია იგეგმება. მათ შორის როგორც სათბურის, ისე სამაცივრე მეურნეობის, მანქანა-მაცივრების და სხვა.

ნუცა სალუქვაძის თქმით, „აგროსფეისის“ შეძენით როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან.

"აგროსფეისის" ბალანსზე 3 ჰექტარი მიწაა, სასათბურე მეურნეობაა კი 5 500 კვ. მეტრ ფართობზეა განთავსებული. სათბურში  მარწყვი მოგვყავს და სანამ არ გავყიდით, ჯერ არ შეგვიჩერებია პროდუქციის წარმოება. ადგილზე, მცირე ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, სხვა კულტურის წარმოებაც შეიძლება.“-აღნიშნა ნუცა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისმა“ ოპერირება 2020 წელს დაიწყო. სათბური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში მდებარეობს. მეურნეობაში, რომელიც ჯამში 3 ჰექტარს აერთიანებს, მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ აქ 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023