საოცნებო პროექტის საფუძველი
ნებისმიერი საქმიანობის წამოწყება შეუძლებელია შესაბამისი ფართის გარეშე. ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა თუ სასტუმრო ან სარესტორნე ბიზნესი. ყველაფრის საწყისი გეოდეზიაა. ამიტომ აუცილებელია გვეგულებოდეს ისეთი გამოცდილი და საიმედო კომპანია, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობით. სწორედ ასეთ კომპანიაზე უნდა გესაუბროთ დღეს.
Geodezia.ge
“გეოდეზია” 10 წელზე მეტია მომხმარებლებს საოცნებო პროექტების დაწყებაში ეხმარება.
გეოდეზიის პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს უმუშავია ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა:
- თბილისის ბოტანიკური ბაღი;
- ვაკის პარკი;
- ბაკურიანის საბაგირო გზა;
- სენაკის გაზის ხაზობრივი ნაგებობა;
- ედსჰაბი.
გეოდეზია და მისი სერვისები
ნებისმიერი პროექტის წამოწყებისას, პირველი ნაბიჯი ყოველთვის ნაკვეთის ან შიდა აზომვის სიზუსტეა. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს საქმე პროფესიონალებს და გამოცდილ გუნდს მიანდოთ. სწორედ ასეთი არის “გეოდეზია”.
კომპანია შემდეგ მომსახურებებს გთავაზობთ:
- მიწის აზომვა;
- შიდა აზომვა;
- ტოპოგრაფიული გეგმა;
- ნაკვეთის გამიჯვნა;
- დაკვალვა.
კომპანია მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი სერვისის შესახებ კონსულტაცია, უფასოდ გაიარონ.
მიწის აზომვის სერვისი
გეოდეზიის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ ისეთი აზომვითი სამუშაოების მომზადებასა და მიწის გაფორმებისთვის საჭირო შესაბამისი ნახაზების მომზადებაში როგორებიცაა: სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, სალეგალიზაციო, გასამიჯნი და გასაერთიანებელი ნაკვეთები.
დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ხშირად საჭიროა შესაბამისი მიწის აზომვა და აზომვითი ნახაზები.
შიდა აზომვის სერვისი
გეოდეზია მნიშვნელოვანია კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების და იპოთეკით დატვირთვის დროს.
უმეტესწილად საჭიროა ამ შენობების ფართის აზომვა და დეტალური აზომვითი ნახაზის მომზადება. ნახაზში წარმოდგენილია როგორც ოთახების განლაგებისა და ფართობის, ასევე კარ-ფანჯრების მდებარეობა.
ტოპოგრაფიული გეგმის შედგენის სერვისი
ტერიტორიაზე პროექტის შედგენისთვის, თავდაპირველად საჭიროა ამ ტერიტორიის და მასზე არსებული ობიექტების დეტალური აზომვა. ასევე რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება.
აღნიშნული სერვისით სარგებლობისას, ,,გეოდეზია“ გთავაზობთ ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად საჭირო საველე სამუშაოების შესრულებას და 1:500 მასშტაბის შესაბამისი ტოპო-გეგმის მომზადებას.
ნაკვეთის გამიჯვნა
ერთი ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის, ,,გეოდეზია’’ გთავაზობთ შესაბამის საამზომველო სამუშაოების ჩატარებასა და საკადასტრო ნახაზების მომზადებას, რომელშიც ასახული იქნება გამიჯვნა ან/და გაერთიანება.
დაკვალვა
მიწის აზომვის და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შედგენილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა. კომპანია ,,გეოდეზიის“ გამოცდილი გუნდი გთავაზობთ პროექტში არსებული წერტილების კოორდინატების დადგენას და დაფიქსირებას, თანამედროვე და ზუსტი აპარატურის გამოყენებით.
,,გეოდეზია“ და ციფრული მარკეტინგი
როდესაც, ,,გეოდეზიის“ გუნდმა ციფრულად გარეკლამება გადაწყვიტა, მათ საკუთარი კომპანია ისეთ ციფრული მარკეტინგის სააგენტოს ანდეს, როგორიც არის adshub.ge.
სწორედ, adshub.ge -მ აიღო პასუხისმგებლობა კომპანიის გაციფრულებაზე, რომელშიც თავისთავად ერთიანდება შემდეგი მომსახურებები:
- ვებ გვერდის დამზადება;
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
- საძიებო სისტემების მარკეტინგი;
- სოციალური მედია მარკეტინგი;
- ქოფირაითინგი.
Adshub.ge-თან თანამშრომლობისას უპირობო წარმატების გარანტია SLA (Service Level Agreement), რაც დადებულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.