საოცნებო პროექტების დასაწყისი
ყოველი დიდი კომპანიისა თუ პატარა სახლის უკან მისი ისტორიაა. ყოველი მათგანის ისტორია კი მიწის ნაკვეთიდან იწყება. ამ სტატიაში სწორედ სხვადასხვა პროექტების საწყის ეტაპებზე ვისაუბრებთ და გაგაცნობთ კომპანიას, რომელიც თქვენი ოცნების პროექტის განხორციელების დაწყებაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, მოდით გავერკვეთ, როდის არის საჭირო მიწის ნაკვეთის აზომვა და აზომვითი ნახაზის მომზადება.
- არასასოფლო-სამეურნეო და სააგარაკე დანიშნულებისთვის: იმ შემთხვევაში თუ თქვენ გეგმავთ ახალი ქონების შეძენას მიწის დიდ ნაკვეთზე, შესაძლოა დაგჭირდეთ მიწის კვლევის ჩატარება, რომ ზუსტად იცოდეთ, რას ყიდულობთ.
- გასამიჯნი: მიწის აზომვა გამოიყენება ქონების საზღვრების გაურკვევლობის დროსაც. აზომვის შემდეგ დააზუსტებთ, სად გადის თქვენი კუთვნილი მიწის საზღვარი და სად იწყება სხვისი.
- გასაერთიანებელი: იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ მიწის შემოერთებას, დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ აზომვითი სამუშაოები.
- მიწის აზომვა მნიშვნელოვანია ასევე სალეგალიზაციო და აუქციონზე გასატანი ქონებისთვისაც.
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის: თუ აპირებთ, რომ მიწა აამოქმედოთ და იგი წარმოებისთვის გამოიყენოთ.
როგორც ხედავთ, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მიწის ნაკვეთისთვის საჭირო პროცედურები პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს მივანდოთ.
,,გეოდეზია“
კომპანია ,,გეოდეზია“ უკვე 10 წელზე მეტია, რაც მომხმარებლებს სხვადასხვა პროექტების დაწყებაში ეხმარება. პროფესიონალებისგან შემდგარმა გუნდმა” აუდიტორიის ნდობა და კეთილგანწყობა არა მხოლოდ მეგობრულობით და საქმის მაღალი ხარისხით შესრულებით, არამედ – დედლაინების პრინციპულად დაცვითაც მოიპოვა.
რა სერვისებს გთავაზობთ ,,გეოდეზია“?
მიწის აზომვა - ნაკვეთების დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ხშირად საჭიროა შესაბამისი მიწის აზომვა და აზომვითი ნახაზის მომზადება. კომპანია ,,გეოდეზიის“გამოცდილი გუნდს შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ნაკვეთის აზომვით სამუშაოები და მიწის გაფორმებისთვის საჭირო შესაბამისი აზომვითი ნახაზების მომზადება მიანდოთ.
შიდა აზომვა - ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების, იპოთეკით დატვირთვის დროს, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ამ შენობების ფართების შიდა აზომვა და დეტალური ნახაზის მომზადება. კომპანია ,,გეოდეზია“ ქმნის ისეთ ნახაზებს სადაც წარმოდგენილია, როგორც ოთახების განლაგება და ფართობი, ასევე კარ-ფანჯრების მდებარეობა.
ტოპოგრაფიული გეგმა - კომპანია ,,გეოდეზია“ მომხმარებლებს სთავაზობს ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად საჭირო საველე სამუშაოების შესრულებას და 1:500 მასშტაბის შესაბამისი ტოპო-გეგმის მომზადებას.
ნაკვეთის გამიჯვნა- ერთი ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის, საჭიროა შესაბამისი საამზომველო სამუშაოების ჩატარება და საკადასტრო ნახაზების მომზადება, რომელშიც ასახული იქნება გამიჯვნა ან/და გაერთიანება. მიწის ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანების საკადასტრო ნახაზების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ კომპანია ,,გეოდეზიას“ მიმართოთ და მიიღოთ პროფესიონალური მომსახურება.
დაკვალვა - მიწის აზომვის და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, საჭიროა უკვე აზომილ და შედგენილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება, იგივე დაკვალვა. კომპანია ,,გეოდეზიის“ გუნდი გთავაზობთ პროექტში არსებული წერტილების კოორდინატების დადგენას და დაფიქსირებას, თანამედროვე და ზუსტი აპარატურის გამოყენებით.
,,გეოდეზიის“ პროექტები
კომპანიის შესრულებულია ისეთი პროექტები, როგორიცაა:
- თბილისის ბოტანიკური ბაღი;
- ვაკის პარკი;
- ბაკურიანის საბაგირო გზა;
- სენაკის გაზის ხაზობრივი ნაგებობა;
- ედსჰაბი.
,,გეოდეზია“ და ციფრული მარკეტინგი
თანამედროვე სამყაროში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კომპანიის, ასევე ,,გეოდეზიის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ციფრული მარკეტინგია. ციფრული მარკეტინგის სააგენტო ‘’Adshub.ge“-ს დახმარებით კომპანია ,,გეოდეზიას“ აქვს:
- გამართული ვებ-გვერდი;
- არის მოწინავე პოზიციებზე საძიებო სისტემებში;
- იდეალურად აქვს ათვისებული სოციალური პლატფორმები;
- მომხმარებლებს იზიდავს ეფექტური სარეკლამო ტექსტებით;
- მიზნობრივ აუდიტორიას მეილზე უგზავნის ეფექტურ სარეკლამო ტექსტებს.
ციფრული მარკეტინგის სააგენტოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ‘’Adshub.ge“-ს გვერდზე გაეცნოთ.