ბიზნესი
11/03/2021

"სანდუა" ეგზოტიკური რძის პროდუქტების წარმოებისთვის ინვესტორს ეძებს

ქილის მაწვნის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „სანდუა“ წარმოება დროებით შეაჩერა და ეგზოტიკური რძის პროდუქტების წარმოებისთვის ინვესტორს ეძებს. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საბა სახვაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, არსებობს ბიზნეს მოდელი, რომლის შეთავაზებაც დაინტერესებული ინვესტორისთვის ხდება. საუბარია, მცირე ზომის ინვესტიციაზე.

„სანდუა“ ორი სახის მაწონს აწარმოებდა. კერძოდ, კამეჩის მაწონი და მაწონი თაფლით (კამეჩის მაწვნის და  ძროხის მაწვნის კომბინაცია თაფლით).

მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში საკმაოდ დეფიციტურია კამეჩის რძე და ხარისხიც დამაკმაყოფილებელი არ არის, კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარი ფერმა ჰქონდეს.

„რძეს ადგილობრივებისგან ვიბარებდით, საქართველოში იმ დონის კამეჩის რძის მოპოვება რაც ჩვენ წარმოებისთვის გვინდა, შეუძლებელია. ძნელია იპოვო ისეთი რძე, რომელიც სტანდარტებს შეესაბამება. გვყავდა ინვესტორი, თუმცა მასთან ვერ შევთანხმდით, ამის გამო წარმოებაც შევაცერეთ,“ - აცხადებს სახვაძე. მისივე განცხადებით, სამომავლოდ დაგეგმილია თხის მაწვნის და  ყველის წარმოებაც.

პანდემიამდე კომპანია პროდუქტის რეალიზაციას თბილისში რამდენიმე მსხვილ ქსელურ მარკეტში ახდენდა.

სახვაძის ინფორმაციით, ქართული ტრადიციული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია ოზურგეთის რაიონში მზადდებოდა. პროდუქტი 450 მილიგრამიან თიხის ქილებში იყიდებოდა. მისივე თქმით, კამეჩის მაწონზე მოთხოვნა მიწოდებას აღემატებოდა.

რაც შეეხება კომპანიის და ბრენდის სახელწოდებას, სახვაძის ინფორმაციით, „სანდუა“ მთიან რაიონში (განსაკუთრებით ხევსურეთში) ქალის სახელია და სანდოს ნიშნავს, მაწვნის ისტორია კი სათავეს ხევსურეთში იღებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022