ბიზნესი
01/05/2023

"სანდომი" ვაშლატამას ტყლაპის წარმოებას გეგმავს

საკონდიტრო „სანდომი“ ტყლაპის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თეკლა თალაკვაძემ განუცხადა, იმ 2 სახეობის ტყლაპზე, რომელსაც კომპანია ამჟამად აწარმოებს, ძალიან მაღალი მოთხოვნააა.

„სეზონურად, ვაპირებთ ვაშლატამას და ტყემლის ტყლაპის დამატებას, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ფასებზე, რომლებიც წელს ვაშლატამასა და ტყემალზე დაფიქსირდება. არ გვინდა, რომ ჩვენი ტყლაპის ფასი გაიზარდოს, ამიტომ, ნედლეულის ფასიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, წელს ვამატებთ თუ არა ვაშლატამას და ტყემლის სახეობებს“, - აღნიშნა თეკლა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კანფეტის მსგავსად დაფასოებულ ტყლაპზე, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. „როგორც იცით, 2 წლის წინ გამოვუშვით ახალი პროდუქტი - ტყლაპი საკმაოდ მოსახერხებელი და საინტერესო შეფუთვით. არის კანფეტის მსგავსად დაფასოებული პატარა, 100 გრამიან შეფუთვებში, რაც ძალიან მოსწონს მომხმარებელს. განსაკუთრებული მოთხოვნა შავი ქლიავის ტყლაპზეა, თუმცა კარგად იყიდება ვაშლის ტყლაპიც“, - განმარტა თეკლა თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, „სანდომის“ ტყლაპი განსაკუთრებით მოთხოვნადი მისი უცხო ფორმიდან და შეფუთვიდან გამომდინარეა. „ყველას აქვს სტანდარტული, დაგრაგნილი ფორმის ტყლაპები, ჩვენი ტყლაპები დაჭრილია პატარა ფორმებად და არ სჭირდება მოხევა, აქედან გამომდინარე, ინოვაციური იყო ბაზრისთვის და ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყლაპის მსხვილ მწარმოებლებს სოლიდურ კონკურენციას ვუწევთ, მათ შორის - ფასის ნაწილშიც“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ თეკლა თალაკვაძემ.

როგორ „სანდომის“ მარკეტინგის მენეჯერმა აღნიშნა, კომპანია ახლა მუშაობს რომ ტყლაპი უფრო მეტ ქსელში შეიტანოს. „ამჟამად, ჩვენი ტყლაპის რეალიზაციას ვახდენთ „ფრესკოსა“ და „ორ ნაბიჯში“, თუმცა, აქტიური მოლაპარაკებები მიდის სხვა ქსელებთანაც“,- განმარტა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საკონდიტრო „სანდომი“ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. ის საქართველოში 2 საწარმოს ფლობს, 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 120-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022