ბიზნესი
07/04/2023

სანდომი: საკონდიტრო სფეროში ტექნოლოგების ძალიან დიდი დეფიციტია

კვალიფიციური კადრების მოძიებას საკონდიტრო ბიზნესშიც ჭირს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საკონდიტრო „სანდომის“ მარკეტინგის მენეჯერმა თეკლა თალაკვაძემ განუცხადა, კომპანია მუდმივად პროფესიონალი ტექნოლოგების ძიებაშია.

„საქართველოში, სამწუხაროდ, ტექნოლოგების ძალიან დიდი დეფიციტია. ჩვენთან საკონდიტრო სფერო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუნდაც იგივე უკრაინა და რუსეთი რომ ავიღოთ, მაღალ დონეზე განვითარებული არ არის. თუმცა, ბოლო დროს, წამოვიდა ტენდენცია და ეს სფერო იწყებს ნელ-ნელა წინსვლას. ხშირად გვყავს მოწვეული ტექნოლოგები, რომლებთანაც ჩვენი ტექნოლოგები გადიან გადამზადებას, ან მიდიან მივლინებაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, - განმარტა თეკლა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საწარმოში სხვა მიმართულებით ადამიანური რესურსის დეფიციტი არ არის, თუმცა, კადრები ჭირს დისტრიბუციის ნაწილშიც.

ცნობისთვის, საკონდიტრო „სანდომი“ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. ის საქართველოში 2 საწარმოს ფლობს, 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 120-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022