ბიზნესი
06/04/2023

"სანდომი" იმპორტირებული ფხვიერი ორცხობილების ჩანაცვლებას გეგმავს

საკონდიტრო „სანდომი“ იმპორტირებული ფენოვანი, ფხვიერი ორცხობილების სრულად ჩანაცვლებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თეკლა თალაკვაძემ განუცხადა,რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ის მოთხოვნადი პროდუქცია, რომელიც შემოდიოდა აღნიშნული ქვეყნებიდან, ნაწილობრივ შემცირდა, „სანდომს“ კი აქვს რესურსი რომ ისინი სრულად ჩაანაცვლოს.

„ბაზრის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რა არის დღეს მოთხოვნადი პროდუქტი. გარკვეული ორცხობილები, რომლებიც ომამდე რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა, დღეს ისე აქტიურად აღარ შემოდის, ამიტომ მათზე მოთხოვნა მაღალია.

ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს იმის, რომ აღნიშნული ორცხობილები ქართულით ჩავანაცვლოთ. წარმოებით ფენოვან, ფხვიერ ორცხობილებს უკვე ვაწარმოებთ, თუმცა წლის ბოლომდე, ან მაქსიმუმ შემდეგ წელს, ვაპირებთ, ამ საწარმოო ხაზის გაფართოებას და წარმადობის გაზრდას, რათა იმპორტირებული პროდუქტი სრულად ჩავანაცვლოთ“, - აღნიშნა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თეკლა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, „სანდომი“ ტექნოლოგიების დახვეწასა და პროდუქციის გამრავალფეროვნებზე მუდმივად მუშაობს. ამ მიზნით, კომპანია აქტიურ პოზიციონირებას ტყლაპის წარმოებაშიც აპირებს.

„2 წლის წინ გამოვუშვით ახალი პროდუქტი - ტყლაპი საკმაოდ მოსახერხებელი და საინტერესო შეფუთვით. არის კანფეტის მსგავსად დაფასოებული პატარა, 100 გრამიან შეფუთვებში, რაც ძალიან მოსწონს მომხმარებელს. ამჟამად გვაქვს ვაშლის და შავი ქლიავის ჩირი და მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ, ასორტიმენტის გაზრდას ამ მიმართულებითაც“, - განმარტა თეკლა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საკონდიტრო „სანდომი“ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. ის საქართველოში 2 საწარმოს ფლობს, 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 120-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022