ბიზნესი
22/01/2021
სამწუხაროდ, ბიზნესის სურვილებს ვერ ვაკმაყოფილებთ - მაია ცქიტიშვილი
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, მთავრობა ამ ეტაპზე ბიზნესის სურვილებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. ამ განცხადებაში ინფრატრუქტურის მინისტრმა შეზღუდვების ნაწილობრივ და არა სრულად მოხსნის შესაძლებლობა იგულისხმა.
"მნიშვნელოვანია ბალანსი. კარგად გვესმის, რომ ბიზნესის ინტერესი პანდემიამდე არსებული ვითარების აღდგენაა. ჩვენი ინტერესიც ეს არის. რომ არ დავუშვათ ყველა შეზღუდვის მოხსნით ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს. დღეს უკეთესი ვითარება გვაქვს, მაგრამ 1 100 შემთხვევა მაინც ძალიან ბევრია. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ბიზნესის სურვილებს ვერ ვაკმაყოფილებთ. თუმცა შეზღუდვებს ნაწილობრივ ვხსნით და მათ შაბათ-კვირის გარდა მუშაობის საშუალება ექნებათ",- აღნიშნა ცქიტიშვილმა.