ბიზნესი
14/06/2022
"სამყურას" ბიობოსტნეული წერტის მაღაზიებში გაიყიდება
"სამყურას" ბიობოსტნეული წერტის მაღაზიებში გაიყიდება –ამის შესახებ ინფორმაციას ბიომეურნეობის დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ "სამყურა" ბიომეურნეობაა, რომელიც 3 წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ წნორში ნიკა ბაგალიშვილმა დააფუძნა.
კომპანია ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი ბიობოსტნეულის მრავალ სახეობას, ბროკოლს, კარტოფილს, ყაბაყს და სხვა ბიოპროდუქტებს აწარმოებს და მომავალში გაფართოებასაც გეგმავს.
ბოსტნეულის მოყვანის პროცესი კი სრულიად ბუნებრივია და არ გამოიყენება ქიმიური დანამატები.
"წერტი" ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების მაღაზიაა, რომელიც კომპანია "აგროქიზიყმა" 2019 წელს გახსნა და უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიენებს.