ბიზნესი
12/04/2021

სამკერვალო ფაბრიკა "ანაბეჭდი" საქართველოში ქსოვილის წარმოებას გეგმავს

უნიფორმების მწარმოებელი სამკერვალო ფაბრიკა „ანაბეჭდი“ გაფართოვდა. ამავდროულად კომპანია საქართველოში ქსოვილის წარმოებასაც გეგმავს.

კომპანიამ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უნიკალური საკერავი მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა, რის შედეგად წარმოების გაფართოება და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა შეძლო.

ამ ეტაპზე კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ პერიოდულად უტარდებათ პროფესიონალური გადამზადების კურსები.

"ანაბეჭდი“ წელიწადში 300 000 ცალზე მეტ უნიფორმას კერავს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიას უმუშავია ისეთი ბრენდების უნიფორმების შექმნაზე, როგორებიც არიან: აგროჰაბი, გუდვილი, ელიტ-ელექტრონიქსი, კარფური, დომინო, ისთ ფოინთი და სხვა.

ფაბრიკა საქართველოში ქსოვილის წარმოებას გეგმავს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ იმპორტულია წარმოდგენილი. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს მეტ დასაქმებულს, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის ზრდას და უკეთესი პირობების შეთავაზებას გულისხმობს.

შპს "ანაბეჭდი“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს და 3 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3.7 მილიონ ლარზე მეტია.

საწარმო დღეს ნათია თურნავამ და მიხეილ ხიდურელმა დაათვალიერეს.