ბიზნესი
16/12/2021

სამკაულების ბრენდი ChemmyGemmy 2022 წელს საავტორო კოლექციას გამოუშვებს

ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი ChemmyGemmy 2022 წელს საავტორო კოლექციას გამოუშვებს.

კომპანიის დამფუძნებელი კესარია ვასაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ 2021 წელი ChemmyGemmy-სთვის ძალიან საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა, 2022 წლისთვის კი კომპანიამ მზადება დიდი ხანია დაიწყო და ბევრი იდეის და გეგმის განხორციელებას აპირებენ.

"გვსურს შევქმნათ სამკაული, რომელიც იქნება მხოლოდ ჩვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი და ჩვენს გამოხატვას შეძლებს. სწორედ ეს წარმოადგენს 2022 წლისთვის ბრენდის მთავარ მიზანს.

ChemmyGemmy-ის აქსესუარების რეალიზაცია ონლაინ პლატფორმების საშუალებით ხდება. პანდემიიდან გამომდინარე, მაღაზიის გახსნას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, რადგან ვითარება არასტაბილურია, თუმცა, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას და მინდა აღვნიშნო, რომ ამასთან დაკავშირებით არის გარკვეული შემოთავაზებებიც," - აღნიშნავს კესარია ვასაძე.

მისივე თქმით, სამკაულებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.

"პროდუქციის შექმნის პროცესი არის ყველაზე საინტერესო და ჰარმონიული, რადგან ამ დროს ვქმნით მომხმარებლისთვის სასურველ სამკაულს: სამაჯურს, საყურეებს, ბეჭდებს, რა დროსაც ხშირია ახალი იდეების დაბადება, რასაც შემდგომში ახალი კოლექციის სახით ვთავაზობთ ხალხს. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო არაა საავტორო, მაშინ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზე. 

ინფორმაციისთვის, ChemmyGemmy ოთხი წლის წინ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად მომხმარებელს ნატურალური ქვებისგან დამზადებულ სამაჯურებს სთავაზობდა, თუმცა როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, დროის სვლასთან ერთად, დაიწყეს ხელნაკეთი სამაჯურების, ბეჭდებისა და საყურეების დამზადება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023