ბიზნესი
14/04/2021

სამაცივრე მეურნეობა "აგრითაჩი" მაისიდან ამოქმედდება

გურიაში, სოფელ ჯუმათში სამაცივრე მეურნეობა „აგრითაჩი“ პირველ პროდუქტს მაისში მიიღებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ეკა ვეფხვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სამაცივრე მეურნეობა ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. პროექტი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

200 ტონა პროდუქციიაზე გათვლილი სამაცივრე მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ის ადგილობრივ ფერმერებს დამატებითი ღირებულების შექმნაში დაეხმარება.

„ეს იქნება კონსოლიდიტორი და მოემსახურება იმ ფერმერებს, ვისაც თავისი შესანახი მეურნეობა არ აქვს,“ - აცხადებს ვეფხვაძე.

მისი ინფორმაციით, საწარმო გაზრდილი მოთხოვნის ფარგლებში ადგილობრივი ფერმერების მომსახურებას მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით შეძლებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾1 მლნ-ია.

საწარმოში სეზონზე 30-მდე ადამიანი დასაქმდება და მათი უმრავლესობა ქალი იქნება.