ბიზნესი
24/01/2022

საქსტატი: თბილისში საცხოვრებელი ბინების და კერძო სახლების ფასები გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.1%–ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 1.2% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 8.5%–ით არის გაზრდილი.

მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 2.3%–იანი ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ასევე 1.6%–იანი კერძო სახლების სეგმენტში.

2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 1.6%–ით, ხოლო ბინებზე 1%–ით.

ინფორმაციისთვის, RPPI-ის დაფარვა, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას ასახავს  ქ. თბილისით შემოიფარგლება და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.