ბიზნესი
25/01/2021

საკონდიტრო “დონა“: მიღებული შემოსავალი მოგების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა

ბათუმის ერთ-ერთი პოპულარული საკონდიტრო "დონას“ დამფუძნებელი  და მესაკუთრე თამილა ბეჟანიძე „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ კაფე ამ დროისთვის მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობს, შესაბამისად, დაახლოებით 30-40%-თ შემცირებულია გაყიდვების მაჩვენებელი.

მისი განცხადებით,ამ დროისთვის „დონა“ მხოლოდ ხარჯებს ემსახურება, მიღებული შემოსავალი  კი არ იძლევა მოგების მიღების  შესაძლებლობას.

„ამ პერიოდში არცერთი თანამშრომელი არ დაგვითხოვია, ყველა შევინარჩუნეთ. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კარგია, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს გარე ტერიტორია და შესაბამისად, კაფეს 1 თებერვლიდან ვერ გავხსნით. ის  პანდემიამდე რამდენიმე კვირით ადრე გავაკეთეთ ობიექტის შიგნით ნაწილში, რომელიც არ ოპერირებს უკვე დიდი ხანია.სექტემბრიდან მხოლოდ გატანაზე ვმუშაობთ“-აცხადებს ბეჟანიძე.

ცნობისთვის, კაფე-საკონდიტრო "დონა" 2020 წლის 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა.

რაც შეეხება შეზღუდვებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება.სხვა რეგიონებში, კვების ობიექტები, რესტორნები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის სერვისით, იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებს.