ბიზნესი
08/06/2023

საქართველოში წარმოებული საკოლექციო დანიშნულების ხის ნივთები აშშ-სა და კანადაში იყიდება

საქართველოში წარმოებული საკოლექციო დანიშნულების ხის ნივთები აშშ-ში, ავსტრალიასა და კანადაში იყიდება. საუბარია, საქართველოს ველურ ბუნებაში გავრცელებულ სახეობებზე, მათ შორის, ცხოველებსა თუ ფრინველებზე, რომელთა პოპულარიზაციის მიზნით, ქართული სახელოსნო „ქათამურა“ ხის ნივთებს ქმნის. 

კომპანიაში ამზადებენ როგორც ენდემურ სახეობებს, ასევე – არაენდემურებს, ბუნებაში ხშირად შემხვედრ ცხოველებსა და ისეთებს, რომლებიც ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის.

როგორც  „ქათამურას“ თანადამფუძნებელი თათია თვალაძე   „ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული საკოლექციო ნივთებს თავისი ნიშა უკავია და განსაკუთრებით მოთხოვნადი მისი ბუნებრივობისა და მისაღები ფასის გამოა.

„საქმე, რომლითაც საქართველოს ველურ ბუნებაში გავრცელებული სახეობების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე ვახდენთ, ფიგურის ფორმის გამოჭრით იწყება, შემდეგ ფიგურას სპეციალური დანებით, სხვადასხვა ფორმის ქლიბებით, ზუმფარებით ვამუშავებთ, რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ კი, ფიგურას წყლის საღებავებით ვღებავთ და დამცავი ლაქით ვფარავთ. ფიგურა უმეტესად აკვარელით იხატება, რომელიც გამჭვირვალეა და ნაწილობრივ ხის ფაქტურასაც ტოვებს“, - განმარტავს თათია თვალაძე.

მისივე განცხადებით, ფიგურები უმეტესად ცაცხვის მასალით მზადდება. „თითოეული ნივთი უნიკალურია და ორი იდენტური ფიგურა არ მეორდება. ალბათ ეს არის მიზეზი იმის, რომ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანია და მას მყიდველები როგორც საკოლექციო დანიშნულებით, ისე საჩუქრად იყენებენ“, - აცხადებს „ქათამურას“ თანადამფუძნებელი. 

მისივე ინფორმაციით, „ქათამურას“ მიერ წარმოებული პროდუქცია ხელნაკეთი ნივთების გასაყიდ საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზე იყიდება, სადაც ამჟამად, 80-ამდე ფიგურაა წარმოდგენილი და ფასები 40-დან 300 დოლარამდე მერყეობს. ფასს უმეტესად ნამუშევრის სირთულე, დეტალიზაცია და ზომა განსაზღვრავს.

ცნობისთვის, „ქათამურა“  ბაზარზე 2017 წლიდან საქმიანობს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023