ბიზნესი
06/07/2023

საქართველოში პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსი შეიქმნა

სააფთიაქო ქსელი ,,ფარმსახლი“ და ,,დოიჩე აფთიაქი“ გაერთიანდნენ.

სტრატეგიული შეთანხმება კომპანიებს შორის 2023 წლის 30 ივნისს შედგა, რითაც საფუძველი ჩაეყარა პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსის შექმნას - The European Pharmacy Alliance (EPA).

,,ფარმსახლისა“ და ,,დოიჩე აფთიაქის“ ქსელი 60 აფთიაქსა და ექსკლუზიურ ბრენდებს მოიცავს, როგორებიცაა: ,,L’Occitane“, ,,Erborian“, ,,Bionike“, ,,Elemis“,  ,,DR.Haushka“,  ,,Dr.Rimpler“, ,,FrezyDerm“, ,,Herbacin“, ,,Crazy Color“,  ,,OSMO“,  ,,FIT“,  ,,SOS“,  ,,Guard, HydroPhil“,  ,,Dental Dlight“,  ,,Ben&Anna“, ,,Tello“,  ,,UdoWalz“,  ,,Bilou“ და სხვა. ქართველ მომხმარებელს საშუალება მიეცემა, შეიძინოს გერმანული, იტალიური, ფრანგული, ბერძნული, კორეული და სხვა ქვეყნებში წარმოებული ექსკლუზიური ბრენდები ევროპულ ბაზართან გათანაბრებულ ფასად: ,,Herbacin“-ის ტანის ლოსიონი 5 ლარიდან,  ,,kappus“-ის დასაბანი ფილა 5 ლარი და.ა.შ აღსანიშნავია, რომ ქსელში წარმოდგენილი იქნება გერმანული პროდუქტების ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

წლის ბოლომდე ფარმსახლისა და დოიჩე აფთიაქის მიერ მომხმარებელთათვის შეთავაზებული ექსკლუზიური ბრენდების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ,რომ ახალი სააფთიაქო გაერთიანების შექმნა, რომლის კონცეფციაც სრულად ევროპულ სტანდარტზე იქნება დაფუძნებული,  მომხმარებლის მხრიდან განსხვავებული მომსახურების მიღების მოთხოვნამ განაპირობა. სააფთიაქო ქსელის გაფართოება, ინოვაციური სერვისების დანერგვა,  ახალი ევროპული ბრენდების შემოტანა საქართველოში და ხარისხიან პროდუქტებზე მომხმარებლის ხელმისაწვდომობის გაზრდა კომპანიის პრიორიტეტია.

 

სტრატეგიული მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, საერთო კონცეფციის შექმნაში დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება კომპანიის ქსელის გაფართოება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და კადრების დასაქმებას განაპირობებს (უზრუნველყოფს).

თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიური ინოვაციებით გამოირჩევა,ამიტომ ბიზნესის სტრატეგიული განვითარების გეგმებიდან გამომდინარე, ,,ფარმასახლი“ და ,,დოიჩე აფთიაქი“ იწყებენ ქსელში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას. სიახლე, რომელსაც  მომხმარებელს შესთავაზებენ, უპრეცედენტოა როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის რეგიონის მასშტაბით. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, „სააფთიაქო ქსელის დიჯიტალიზაცია და ინოვაციური სერვისების დანერგვა  ერთ-ერთი წინ გადადგმული  ნაბიჯია დარგის განვითარებაში“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპული სააფთიაქო ალიანსი ორ სააფთიაქო ქსელს ,,ფარმსახლსა“ და ,,დოიჩე აფთიაქს“ აერთიანებს. ,,ფარმსახლი“ ქართულ ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებს, ხოლო ,,დოიჩე აფთიაქი“ 3 წელია. ჯამში ორივე კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი.

საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინი ცხვედიანი T: 579 21 21 09.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023