ბიზნესი
27/03/2023

საქართველოში ორი ახალი ბრენდი, Marco Polo და Donna Karan-ი შემოდის

საქართველოში ორი ახალი ბრენდი, Marco Polo და Donna Karan-ი შემოდის.

როგორც "გალერია თბილისში"  გადაცემას "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" განუცხადეს, აღნიშნული ბრენდები  საქართველოს ბაზარზე ამ დრომდე არ ოპერირებდნენ. ისინი სწორედ  ამ სავაჭრო ცენტრში განთავსდებიან.

მათთან ერთად, "გალერეა თბილისს" კიდევ ერთი ბრენდი, TommyHilfiger-ი  დაემატება.

შეგახსენებთ, ტანსაცმელების,აქსესუარების და ფეხსაცმელების ბრენდი Marco Polo ბაზარზე  1967 წელს სტოკჰოლმში გამოჩნდა. ბრენდის შემქმნელები არიან ამერიკელი ჯერი ოიშტი, გოეთჰუ და როლფ ლინდი. 

რაც შეეხება კომპანია  Donna Karan-ს, ის  1984 წელს შეიქმნა.მაშინ, როდესაც დონა კარანმა და მისმა მეუღლემ სტივენ ვაისმა, გადაწყვიტეს წამოეწყოთ საერთო საქმე. 1996 წელს ბრენდი გამოვიდა საერთაშორისო ასპარეზზე. ახალი ათასწლეულის დასაწყისში, ბრენდმა შექმნა ახალი კონცერნი LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy), რომელიც დღესაც ითვლება მთლიანი სავაჭრო სახლის მფლობელად.

1989 წელს გამოუშვა ჯინსები,1992 წელს  კი - პარფიუმერია. ფლაკონის დიზაინერი შექმნა მისმა მეუღლემ.