ბიზნესი
08/09/2023
საქართველოში CROSTY-ის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა
საქართველოში CROSTY-ის გაყიდვები, გასულ ექვს თვესთან შედარებით, 30% -ით გაიზარდა.
როგორც ფეხსაცმელების ქართული ბრენდის დამფუძნებელი გიორგი მიქაია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, მიზეზი სხვადასხვა ახალი აქსესუარების დამატება და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაა.
მისივე თქმით, გაყიდვების უფრო მეტი წილი ფიზიკურ მაღაზიაზე მოდის, ვიდრე ონლაინ კომერციაზე.
ცნობისთვის, Crosty-ს შექმნის იდეა ორ ძმას ეკუთვნის. სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვები კომპანიამ ოფიციალურად 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და ექსპორტზეც გავიდა.