ბიზნესი
18/08/2023

საქართველოში ავიატვირთების მოცულობა შემცირდა

საქართველოში ავიატრანსპორტით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 10.3 ათასი ტონა ტვირთი, ტვირთბრუნვის მოცულობა 16.7 მლნ. ტონა-კილომეტრია. წლიურ ჭრილში შემცირებულია როგორც გადატანილი ტვირთის (92.9%-ით), ასევე ტვირთბრუნვის (93.9%-ით) მოცულობა.

საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა. 87% მიღებული ტვირთია, 13% - გაგზავნილი.

საქართველოს აეროპორტებში 0.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 54.5%-ით ნაკლებია გასული წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

Businesspartner