ბიზნესი
27/04/2023

საქართველოში ავეჯის პოლონური კომპანია Black Red White შემოდის

ICR ჯგუფმა ავეჯის პოლონურ ბრენდთან  კონტრაქტი გააფორმა. Black Red White-ის პირველი შოურუმი თბილისში ივნისის ბოლოს გაიხსნება.

როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, პროცესები დროში გაჭიანურდა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

„Black Red White პოლონურ ბაზარზე „იკეას“ შემდეგ, საშუალოფასიან სეგმენტში ზომით მეორე კომპანიაა. ჩვენ საქართველოში ავეჯის კუთხით ამჟამად მხოლოდ იტალიური ბრენდით ვართ წარმოდგენილი, თუმცა ამ ბრენდის საფასო სეგმენტი აცდენილია ადგილობრივ ბაზარს. მისი მომხმარებელი საკმაოდ ლიმიტირებულია და ბაზრის მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო. პოლონური ავეჯის ბრენდი კი გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მომხმარებლებისთვის.ამასთან, პროდუქცია დამზადებულია ევროპაში და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.“-აღნიშნა კახა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, Black Red White-ის პირველი შოურუმი თბილისში 500 კვ.მ ფართობზე განთავსდება, თუმცა შემდეგი წლიდან ბათუმში შესვლაც იგეგმება.

„ამ ეტაპზე ჩვენ აჭარაში არ ვართ წარმოდგენილი ავეჯის მიმართულებით და ვგეგმავთ, რომ არა მხოლოდ Black Red White , არამედ ჩვენი ავეჯის ყველა შოურუმით შევიდეთ ბათუმში.“-განმარტა კახა ხაზარაძემ.

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023