ბიზნესი
19/11/2020
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ორგანიზაციას მომავალი 2 წლის განმავლობაში სარა ვილიამსონი უხელმძღვანელებს. ის უკვე ასრულებდა პალატის პრეზიდენტის მოვალეობას 2012-2016 წლებში.
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი ორგანიზაციაში მეორე ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე რჩება. ის ასევე იქნება პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი.