ბიზნესი
16/06/2021

საქართველოს რკინიგზამ უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა

საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრებმა სამხრეთ კავკასიის რკინიგზების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით განახლებულ რეისს.

მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები, სატარიფო პოლიტიკა და დოკუმენტაციის ელექტრონული გაცვლის სისტემები განიხილეს. ასევე სასაზღვრო სადგურზე მატარებლების მიღება-გადაცემის საკითხების გაუმჯობესებასა და საკონტეინერო ბლოკ მატარებლების ორგანიზების ტექნოლოგიის ახალ რედაქციაზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერა.

Businesspartner