ბიზნესი
16/03/2020

საქართველოს მოქალაქეებს Georgian Airways-ის ან Turkish Airways-ის რეისებით ჩამოიყვანენ

საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს Georgian Airways ან Turkish Airways-ის რეისებით დააბრუნებენ.

პრემიერის მრჩევლის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს Georgian Airways-ი ან Turkish Airways-ი.

„ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს  ავიახაზები“. ასევე, საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ  იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Businesspartner