ბიზნესი
27/06/2023

"საქართველოს ფოსტისა" და თსუ-ს მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

"საქართველოს ფოსტისა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

მხარეებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, შედგა წიგის პრეზენტაცია სახელწოდებით „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“.

მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო გამოცემას თან უნიკალური ფოტოები ერთვის, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. პირადი მიმოწერის კრებულში   შესული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის,  ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები,   სულ სხვა თვალით გაგვაცნობს დიდ საზოგადო მოღვაწეს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისათვის გაიმართება ფოსტის არქივში არსებული მარკების გამოფენა. მარკები  შექმნილია უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის დამაარსებლისა და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების თემატიკაზე.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023