ბიზნესი
12/04/2023

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით რუსთავში სამშენებლო მასალების ახალი საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესთან პარტნიორობის ფარგლებში სამშენებლო მიმართულების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია „პალატი 2022“-მა რუსთავში ახალი საწარმო  გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 10 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ახალი საწარმო 3 800 კვ.მ. ფართობზე განთავსდა. საწარმოში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები მზადდება.

„ჩვენი კომპანია 2022 წელს დაარსდა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი საწარმოს გახსნა შევძელით. 2023 წლის იანვრიდან უკვე ექსპორტზეც გავედით. დღეის მდომარეობით ჩვენი სამშენებლო მასალები ამერიკაში, საუდის არაბეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ლატვიაში იგზავნება. ამის შედეგად უკვე საკმაოდ ბევრი, ლოიალური მომხარებელი შევიძინეთ“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, გიორგი ნატროშვილი.

„ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა. კომპანია „პალატი 2022“ საქართველოს ბანკთან პირველივე დღიდან თანამშრომლობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არც ისე დიდი ხნის შექმნილია, მან უკვე შეძლო ექსპორტზე გასვლა, რაც მის წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს. კომპანიაში 170-ზე მეტი ადამიანია უკვე დასაქმებული და სულ მალე მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.  კომპანია ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. „პალატი 2022“ გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ სამშენებლო მასალის წარმოების გაფართოებასაც გეგმავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო გერგედავა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023