ბიზნესი
13/04/2023

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "აგროჰაბმა" ცენტრალიზებული საწარმო გახსნა

საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ავჭალაში  3000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 8.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი სრულად მოხმარდა სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და საწარმო დანადგარებს.

ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ ცენტრალიზებული საწარმო პროცესით წარმოების მოცულობასა და პროდუქტების სახეობებს ზრდის, თუმცა ლოკალური წარმოებები ფილიალებშიც რჩება.

ამ დროისთვის ჰიპერმარკეტს ჯამში სამი ფილიალი - თბილისსა და ბათუმში აქვს.  „აგროჰაბი“ასევე წარმოდგენილია კაფეებით, რომელიც თბილისის სხვადასხავა ლოკაციებზე მდებარეობს.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ცენტრალიზებული წარმოება, 3000 კვ.მ.-ზე აშენებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტით დავიწყეთ, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და ლაბორატორიებით. გარდა არსებული პროდუქტებისა, შესაძლებლობა მოგვეცა, მომხმარებელს დავარგებული ხორცის და თევზის კულინარიის სრულიად ახალი მიმართულებები შევთავაზოთ. ასევე მნიშვნელოვნად იზრდება კონსერვირების, საკონდიტრო და ნახევარფაბრიკატების ასორტიმენტი“, - განაცხადა „აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ.

„ქართულ ბაზარზე „აგროჰაბის“ განმასხვავებელი ფაქტორი ბიზნეს კონცეფციაა, რომელიც ორგანული, ნატურალური, ჯანსაღი საკვები-პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ახალი საწარმოს გახსნას, რადგან მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად „აგროჰაბს“ 125 ახალი თანამშრომელი შეუერთდა. კომპანია ჯამში 1 500 ადამიანს ასაქმებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.

კომპანია „აგროჰაბი“ წლის განმავლობაში კიდევ 2 ახალი ფილიალის გახსნას, ცენტრალიზებული წარმოების სრული დატვირთვით ამუშავებასა და მეურნეობის განვითარებას გეგმავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023