ბიზნესი
07/04/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება

საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით 27 აპრილს, B2B ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება  წარმოადგენს.

B2B ფორუმში მეწარმეების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები.

ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მუდამ აქტიურადაა ჩართული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებასა და გაძლიერებაში.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, სწორედ ამას ემსახურება მსგავს ღონისძიებებში ჩვენი აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება. B2B ფორუმი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა სამომავლო თანამშრომლობისთვის, რადგან ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ვფიქრობთ, მეწარმეებმა  არ უნდა გამოტოვონ ეს  შესაძლებლობა, რადგან მსგავსი შეხვედრები არის კარგი პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად “, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში

“USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების განხორციელება და  მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წახალისება, რათა მათ მოახდინონ შემოსავლების გაზრდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი წარმოება, ინტელექტუალური მომსახურებები და კრეატიული ინდუსტრიები. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის” - აღნიშნავს რატი ანჯაფარიძე, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ბიზნესის განვითარების სერვისების ხელმძღვანელი.

B2B ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა ლიმიტირებულია. დაინტერესების შემთხვევაში  რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებთ: 

საქართველოს ბანკისშესახებ:

 „საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 37.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 36.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 38.9%)  მიხედვით (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2022 წლის 31 დეკემბრის  მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.6 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს 211 სერვისცენტრის, 1006 ბანკომატისა და 3,145 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: 

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

USAID არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: 

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.