ბიზნესი
24/04/2023

საქართველოს ბანკი და კომპანია "აგრო დეველოპერსი" მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

- საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგროსექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომპანია „აგრო დეველოპერსთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ  მომსახურებას შესთავაზებს.

კომპანია „აგრო დეველოპერსი“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და მის ძირითად მიმართულებას წვეთოვანი სარწყავი სისტემების, პივოტური მორწყვის, მრავალწლიანი ბაღების გაშენების პროექტების განხორციელება წარმოადგენს. კომპანია „აგრო დეველოპერსი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც  Netafim-ის ოფიციალური წარმომადგენელია.

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა 2021 წლიდან აქტიურად დავიწყეთ და პირველი პროექტებიც უკვე 2021 წლის დასაწყისში შევასრულეთ. ჩვენი კომპანიის ძირითადი მისწრაფება საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა  და ფერმერისთვის სამუშაო პროცესის გამარტივებაა. ავტომატიზირებული სარწყავი სისტემა ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, მინიმუმამდე დაიყვანოს დამატებითი რესურსების გამოყენება, რაც საბოლოოდ მის ფინანსურ შედეგზე აისახება.

2013 წელს, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მაქსიმალური კონცენტრაცია გავაკეთეთ ადამიანური რესურსის მობილიზებაში და ინვესტიცია მათ სწავლაში ჩავდეთ. პირველ ეტაპზე ძალიან დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორი კომპანია Netafim-ი, რომელმაც გაგვიწია ინჟინრული დახმარება და მოხდა ადგილობრივი პერსონალის გადამზადება. როდესაც უკვე დავრწმუნდით, რომ გვყავს პროფესიონალი გუნდი და პროექტებიც პრობლემების გარეშე და დროულად ხორციელდება, გადავწყვიტეთ გვეფიქრა ბიზნესის განვითარებაზე და საქართველოში  ესპანური სანერგე Agromillora შემოვიყვანეთ.

Agromillora-სთან ერთად გარდაბანში საექსპერიმენტო სუპერ ინტენსიური ნუშის ბაღი გავაშენეთ. ბაღზე დაკვირვებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ ავიყვანეთ გამოცდილი აგრონომები. მომხმარებლებს დღეს უკვე ისეთ სერვისებს ვთავაზობთ, როგორიცაა: ბაღის შეფასება, საირიგაციო და სასუქების გრაფიკის შედგენა, მიწის დამუშავება, ბაღის გეგმარება, მიწის ანალიზების და კლიმატური მონაცემების აღება კონკრეტულ ადგილას. ბიზნესს ვურჩევთ ანალიზების და კლიმატის მიხედვით კულტურებს და მათ ჯიშებს თუ სად რა უნდა დაირგოს“, - აღნიშნავს „აგრო დეველოპერსის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიგი არონიშიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023