ბიზნესი
17/03/2021

საქართველომ შესაძლოა მეწყერსაწინააღმდეგო მოწყობილობის წარმოება დაიწყოს - AG Telekom-ის გეგმები

რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-ში, შესაძლოა მეწყერსაწინააღმდეგო აპარატების წარმოება დაიწყოს. კომპანია  2016-2018 წლებში ქართულ ტელევიზორებს აწარმოებდა.

როგორც რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-ის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი დამტკიცების შემთხვევაში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, AG Telekom-ი კი უბრალოდ შემსრულებელი კომპანია იქნება.

„აპარატი ქართველი ინჟინრების მიერაა შექმნილი და დამკვეთებიც ისინი არიან. ახლა ვერ გავაჟღერებ მათ ვინაობას. მათ სურთ, რომ ჩვენს ქარხანაში დამზადდეს. დღეს ბაზარზე აღნიშნული მოწყობილობის ანალოგი არსებობს, თუმცა, საიმედოობის თვალსაზრისით, ეს ბევრად მეტი იქნება,“ - აცხადებს ღლონტი.

მისი განცხადებით, საქართველოში წარმოებული მეწყერსაწინააღმდეგო აპარატი საექსპორტო იქნება.

შეგახსენებთ,AG Telekom-მმა ქართული ტელევიზორების წარმოება 2018 წელს შეაჩერა და ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო რისივერების გამოშვებაზე გადავიდა, რომელიც ამ ეტაპზე 100%-ით ექსპორტზე გადის. კომპანიამ კრიპტოვალუტების გამომუშავებაც დაიწყო.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022