საერთაშორისო ბაზარზე ქვევრის ღვინის გაყიდვები გაათმაგდება - ღვარძელაშვილის მარანი
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე „ღვარძელაშვილის მარანის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქართულ მეღვინეობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
მისი ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინო იყიდებოდა, თუმცა, ახლა რეალიზაცია გაათმაგდება.
„მსოფლიოში საკმაოდ ბევრი მწარმოებელია, თუმცა, უპირატესობას ღვინის წარმოების ქართულ, ტრადიციულ მეთოდს ანიჭებენ. საუბარი მაქვს ქვევრის ღვინოზე. ამის ანალოგი მსოფლიოში არ არის, განსაკუთღებულია ქვევრის ღვინის გემოვნური თვისებები“-აცხადებს ღვარძელაშვილი.
ამ დროისთვის “ღვარძელაშვილის მარანში“ წელიწადში 5 000 ბოთლი იწარმოება, რომლის უდიდესი ნაწილი საექსორტოა. გიორგი ღვარძელაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივად ღვინო მხოლოდ ორ ღვინის ბარში იყიდება. ექსპორტიორ ქვეყნებს კი წარმოადგენენ ამერიკა, გერმანია, ჩეხეთი,პოლონეთი, ჰოლანდია.
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, 2 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს - საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.
„ღვარძელაშვილის მარანი“ ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს.