სადაზღვევო ინდუსტრიამ პანდემიური წელი ₾47.6 მლნ-იანი მოგებით დაასრულა
სადაზღვევო ინდუსტრიამ COVID პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 2020 წელი 47.6 მლნ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა, წლიურ ჭრილში ზრდა 90%-ია.
კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 667,3 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, ზრდა 6,7%-ია.
მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 172,5 მლნ ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 157 მლნ ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 915,8 მლნ ლარია, კაპიტალი 279,1 მლნ ლარი.
ამ დროისთვის ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი, მათგან ერთის გარდა, ყველა ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიებს საზედამხედველო კაპიტალი 2020 წელს უნდა გაზრდოდათ, მოთხოვნა 2021 წლის ბოლომდე გადავადდა.
ამ დროისთვის ინდუსტრიისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 4,2 მლნ ლარია, მომავალში კი მისი 7,2 მლნ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.