სად იფრენს ავიაბაზრის ახალი მოთამაშე - გიორგი კოდუა Air Georgia-ს გეგმებზე საუბრობს
ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Air Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი კოდუა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან მხოლოდ ევროპის მიმართულებით არ იფრენს. რეისები ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის მიმართულებითაც შესრულდება.
Air Georgia-ს ბაზირება ექნება თბილისში, თუმცა იფრენს ქუთაისის აეროპორტიდანაც.
ქართული ავიაკომპანია ფუნქციონირების დაწყების შემდეგ ფრენებს ევროპის 7 მიმართულებით გეგმავს, კოდუას თქმით, მათ შორის იქნება გერმანია, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, ესტონეთი.
"თუ WizzAir-ი და Rainyear-ი დაფრინავს მხოლოდ ევროპის მიმართულებით ჩვენ დამატებით გვექნება კიევის, მოსკოვის, შუა აღმოსავლეთის, თუნდაც ალმა-ატას, ასტანას რეისები. ჩვენ უფრო მეტი სპექტრი გვექნება. მეტი საშუალება გვაქვს, რომ ქუთაისის აეროპორტში ფრენების განრიგი დავდოთ. ევროპული კომპანიები მხოლოდ ევროპულ რეისებს დებენ“,- აღნიშნა კოდუამ.