საავიაციო ნავთის იმპორტი იანვარ-მარტში 40,5%-ით შემცირდა
2021 წლის მარტში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი თებერვალთან შედარებით გაორმაგდა და 4,9 ათასი ტონას მიაღწია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საავიაციო ნავთის 59,2% (2,9 ათასი ტონა) ქვეყანაში თურქმენეთიდან არის შემოტანილი, 12,2% (0,6 ათასი ტონა) – იტალიიდან, 10,2% (0,5 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 10,2% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან, 8,2% (0,4 ათასი ტონა) – თურქეთიდან.
2021 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში იმპორტირებულია 11,0 ათასი ტონა საავიაციო ნავთის იმპორტი, ეს კი 40,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,5 ათასი ტონა) შედარებით. ამ პერიოდში იმპორტის 63,6%-ი (7,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან; 11,8% (1,3 ათასი ტონა) – თურქეთიდან; 11% (1,2 ათასი ტონა) – იტალიიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან.