ბიზნესი
07/04/2023

სააღდგომოდ კვერცხის ფასი სტაბილურად, არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება

მეფრინველეობის ასოციაციის ინფორმაციით, სააღდგომოდ კვერცხის ფასი სტაბილურად, არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა,  თუ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნდება, სექტორი ფასებს შემცირების კუთხითაც გადახედავს.

„ლარი ბოლო პერიოდში ისეა გამყარებული, რომ ამ  ფონზე ფასის მატება გამორიცხულია.  ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად არის,  რომ დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა, აქედან გამომდინარე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ფასის ზრდის რაიმე საფუძველი არსებობს.

კლებას რაც შეეხება, გრძელვადიან პერიოდშია უფრო გასათვლელი. თუ დღევანდელი მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდება და ასე გაგრძელდება სიტუაცია, ქათმის ხორცისა და კვერცხის გაიაფება დაიწყება. მაგრამ ახლა აღდგომამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ფასის კლებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის, მერე ვნახოთ.“-აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023